Before ტრილოგია

ფილმის Before Sunrise გამოსვლიდან 25 წელი გავიდა: 10 ციტატა ტრილოგიიდან

IMDB

"Before" სამი ფილმისგან შემდგარი ტრილოგიაა, რომელიც აერთიანებს სურათებს: Before Sunrise, Before Sunset და Before Midnight. სამივე ფილმი ერთი სიყვარულის ამბავს გვიამბობს. ახლა, როდესაც  Before Sunrise-ის გამოსვლიდან 25 წელი გავიდა, ჩვენ გავიხსენეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი ციტატა ფილმებიდან. 

 "თუ ამ ქვეყნად არსებობს რამე სახის ჯადოქრობა, ის მეორე ადამიანის გაგების მცდელობაში იმალება."  (Before Sunrise)

ფოტო: imdb

“თითქოს დრო, რომელსაც ერთად ვატარებთ მხოლოდ ჩვენია. ჩვენი ქმნილებაა. თითქოს შენს სიზმარში მოვხვდი, ან შენ - ჩემსაში. რაღაც ეგეთი..." (Before Sunrise)

ფოტო: imdb

"ვერასდროს შეძლებ, რომ ვინმე სხვა ადამიანით ჩაანაცვლო, რადგან ყველა  მშვენიერი და განსაკუთრებული დეტალებისგან შედგება" (Before Sunset)


ფოტო: IMDB

"როდესაც ახალგაზრდა ხარ, გგონია ,რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელთანაც რაღაც გაკავშირებს. როდესაც იზრდები, ხვდები, რომ ასეთი რამ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენჯერმე ხდება." (Before Sunset)


ფოტო: IMDB

"განა ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ, იმისთვის არ არის, რომ სხვებს ოდნავ უფრო მეტად შევუყვარდეთ?" (Before Sunrise)


ფოტო: IMDB

"ცხოვრება რთულია და უნდა იყოს კიდევაც. თუ არ დავიტანჯებით, ვერაფერს ვისწავლით." (Before Sunrise)


ფოტო: IMDB

"ამ წიგნის წერა, რაღაცის შენებას გავდა. იმისთვის, რომ არ დამვიწყებოდა ჩვენი ერთად გატარებული დროის დეტალები. ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩვენ მართლა შევხვდით ერთმანეთს. შეხსენებაა, რომ მართლა შევხვდით. ეს ყველაფერი ნამდვილი იყო. " (Before Sunset)


ფოტო: IMDB

"რა არის სიყვარული, თუ არა პატივისცემა, თაყვანისცემა და ნდობა?" (Before Sunset)


ფოტო: IMDB

"თუ სიყვარული გინდა, მაშინ აი ისიც. ეს არის რეალური ცხოვრება. იდეალური არ არის, მაგრამ რეალურია" (Before Midnight)


ფოტო: IMDB

"ყველაფერს მივიღებ, ყველაფერ შეშლილსა და ასეთ არაჩვეულებრივს. ვიცი, რომ არ შეიცვლები და არც მინდა, რომ შეიცვალო. ეს არის შენი თავის მიღება, ისეთისა, როგორიც ხარ." (Before Midnight)


ფოტო: IMDB

კომენტარები