არ უნდა იყოს დაშვებული ფიზიკური ანგარიშსწორება. ლევან ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა ამაში. უზრდელობაც და არაკორექტულობაც ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივსა და ფიზიკურ დაპირისპირებას. ამას გამართლება არანაირად არ აქვს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შექმნილ სიტუაციაში მომავალშიც შესაძლოა, კიდევ მოხდეს პროვოცირება, კიდევ იყოს ასეთი უხეში ზღვარგადასული სიტყვების გამოყენება და არავითარ შემთხვევაში იმ გზას არ უნდა დავადგეთ, რასაც განვითარებული დემოკრატიებისთვის ყოვლად მიუღებელი გზა ჰქვია
თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე
ვოლსკი ხაბეიშვილის ცემაზე: თავადაც შეიტანა წვლილი, თუმცა, ეს მუშტი-კრივს არ ამართლებს
tbl.ge/4e7d
დაკოპირდა
პირველი არხის ცნობით, თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემაზე. ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატები თავს 24 იანვარს, კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე დაესხნენ.
ამავე თემაზე
- ლევან ხაბეიშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა
- ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული: ხელი არ მოხვედრია, სკამებში გადავარდა
- ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ საკრებულოს დეპუტატებს გირაო შეეფარდათ
- ხაბეიშვილი: ზარქუას ჩვენების საფუძველზე პროკურატურამ ბრალი წარმიდგინა
- "ზარქუაზე ძალადობის ფაქტზე საპროცესო მოქმედებებისთვის" ხაბეიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს