თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ხაბეიშვილზე თავდასხმაში ბრალდებული: ხელი არ მოხვედრია, სკამებში გადავარდა

საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატები ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილს ხელი არ მოხვედრია და ის "სკამებში გადავარდა".

"ჩემი ხელი არ მოხვედრია, იმ მომენტში ვისი ხელი მოხვდა ნამდვილად ვერ დავინახე, მაგრამ როგორც ჩანს კამერებში [კადრებში] თქვენც კარგად ნახავდით, რომ მას ხელი არ აქვს მოხვედრილი, ის გადავარდა სკამებში", - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.

საქალაქო სასამართლოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილზე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს წევრებს - ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. ქართული ოცნების დეპუტატებს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

შეგახსენეთ, რომ თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს.

კომენტარები