ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 35 წლამდე მამაკაცმა მეორე ოირი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა. არსებული ინფორმაციით, ისინი მწყემსები არიან და სხვადასხვა სოფლიდან საქონელი ჰყვადათ წაყვანილი გამოსაზამთრებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია და მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.