დოდო გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

EKATERINE PHOTOGRAPHY

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის განზრახ მკვლელობის საქმე გახსენეს.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ დღეს, 24 იანვარს, ბრალდებულის სახით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს", - ამბობენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყოფილ მხედრიონელს, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში თავს 2018 წლის 7 თებერვალს დაესხნენ. შედეგად, დაიჭრა დოდო გუგეშაშვილი და ადგილზე გარდაიცვალა მისი შვილი.

კომენტარები