კონგრესმენების წერილი

ბაქრაძე: "ოცნება" მზადაა საკუთარი პარტიული ინტერესისთვის ქვეყანა გადაიყოლოს უფსკრულში

კონგრესის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარის წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლამდე. და როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ წერილის უგულებელყოფას და ცდილობს ამ ყველაფრის უბრალოდ არითმეტიკამდე დაყვანას, რომ რას ნიშნავს, ან რას ცვლის ოთხი კონგრესმენის აზრი, ეს  ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება მზად არის საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, საკუთარი სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც ის, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება და სწორედ ამას ადასტურებს კონგრესმენების წერილიც, ევროპარლამენტარების კრიტიკაც და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოთქმული სხვა შენიშვნებიც.

ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს, როგორც არასდროს უნდა იყოს, არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას საერთაშორისო იზოლაციის უფსკრულში გადაიყოლოს საქართველო. იმიტომ რომ საერთაშორისო იზოლაციის უფსკრულს ჩვენთვის მოჰყვება ფუნდამენტური საფრთხეები. საქართველოს უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკური განვითარება მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთზე, მთლიანად არის დამოკიდებული ამერიკელების და ევროპელების მხარდაჭერაზე, ამ ქვეყნებიდან შემოსულ ინვესტიციებზე და როდესაც ამ ყველაფერს საფრთხეს უქმნის ერთი კონკრეტული პოლიტიკური გუნდი, ამ გუნდის ინტერესი და სკამების შენარჩუნების მცდელობა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ უკვე განურჩევლად პოლიტიკური სიმპატიებისა, საქართველოს მომავალი დავაყენოთ უფრო მაღლა და არ მივცეთ საშუალება დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი სკამების შენარჩუნების გამო საფრთხე შეუქმნან ამ ქვეყნის მომავალს, ეკონომიკურ განვითარებას და უსაფრთხოებას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს. 

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილზე.

კომენტარები