კონგრესმენების წერილი

კანდელაკი კონგრესმენების წერილზე: ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში

საქართველოს საკითხები მათ ეხებათ პირველ რიგში შეერთებული შტატების კონგრესში და ისინი წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას და იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, ის რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო თავდაცვითი იარაღი, მათ შორის პირველ რიგში ამ კონგრესმენების დამსახურებაა. რეალობას უნდა გაუსწოროს ქართულმა ოცნებამ თვალი, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში და რაც მალე დაყვება საზოგადოების ნებას და ჩვენი პარტნიორების ნებას, მით უკეთესი მათთვის.

ევროპული საქართველოს წევრი გიროგი კანდელაკი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე. "ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერმინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - დაწერა კინზინგერის პრესსამსახურის უფროსმა გუშინ ტვიტერზე.

კომენტარები