თეა წულუკიანი

წულუკიანი: 45 წლის წინ დავიბადე. ქალები განსაკუთრებით განვიცდით ასაკს

მინდა, ქალბატონ ნატოს [ჩხეიძე] ვთხოვო, ბოდიშს ნუ მომახდევინებს იმის გამო, რომ დღეს დავიბადე. ეს მართლაც ასე მოხდა ზუსტად 45 წლის წინ და პირიქით, მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ქალს მივესალმო, ვისაც ეს ასაკი დაუდგა. ალბათ ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც, ქალები განსაკუთრებით განვიცდით ასაკს. მიუხედავად ამისა, მე არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს იმ რეაქციის ღირსი ფაქტი, რაც არის იმერულ ესკიზებში დეპეშას რომ მიიღებს ადამიანი. მე უფრო მომწონს ის რეაქცია, რაც ჩემს კოლეგა დეპუტატებს ჰქონდათ. მაპატიეთ ეს ემოცია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც, თქვენგან განსხვავებით, კეთილი სურვილებით შეეპასუხა. უფრო მეტი პოზიტივი ალბათ ყველას, მეც მომცემს საშუალებას, უფრო სწრაფად ვიაროთ წინ.

2020 წლის 21 იანვარს თეა წულუკიანს 45 წელი შეუსრულდა. ის პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას ესწრება, სადაც ომბუდსმენი სასჯელაღსრულების 4 დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ წულუკიანს უთხრა, რომ სხვებისგან განსხვავებით, არ აპირებს, მინისტრს დაბადების დღე მიულოცოს.

კომენტარები