განსაკუთრებით დიდი ოდენობა

შსს: 200 აბი სუბოქსინი ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული მ.შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მ.შ.-ს პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები