NDI-ის კვლევა

NDI: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს კვლავ სრული უმრავლესობა უჭერს - 74% და 82%

U.S. Mission to the North Atlantic Treaty Organization

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს.

კითხვას: "მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი", დადებითად პასუხობს 82%. პასუხი "მიუღებელია" დააფიქსირა 10%-მა, ხოლო "არ ვიცი" - 8%-მა.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატოს წევრი, მისაღებია მოსახლეობის 74%-სთვის. 14% მიიჩნევს, რომ მიუღებელია, ხოლო 10%-მა არ იცის.

წინა კვლევაში, რომელიც 2019 წლის ივლისში ჩატარდა, ევროკავშირში გაწევრიანებას 78% ემხრობოდა, ხოლო ნატოში - 71%. 

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები