NDI-ის კვლევა

NDI: 53%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მათი რიცხვი გაზდილია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ახალ კვლევაში მოსახლეობის 53% იზიარებს ამ აზრს, წინა კვლევაში კი მაჩვენებელი 49% იყო. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლიდან უწყვეტად იზრდება.

მხოლოდ 19% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 24%-ის აზრით კი - ქვეყანა საერთოდ არ იცვლება.

ამასთან, საქართველოს განცითარების შესახებ მოსახლეობის მოსაზრება დაახლოებით ერთნაირია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსახლეობის უმრავლესობა ყველგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება:

  • თბილისი - 55%
  • დიდი ქალაქები - 53%
  • პატარა ქალაქები - 48%
  • სოფლები - 56%
  • უმცირესობათა დასახლებები - 45%

NDI-ის დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები