არიან ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციონერებს უწოდებენ და საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებით დაბრუნებას კი არ ცდილობენ ხელისუფლებაში, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯი გაანულონ ნებისმიერი მეთოდებით. მე ამ პრინციპს ვიცნობ, ამ ვერტიკალს ვიცნობ და შემიძლია რამდენიმე ადამიანი წარმოვიდგინო კიდევაც რა ტექსტით მიიღო მონაწილეობა ამ ტექსტის ფორმირებაში და საზოგადოება ამას უნდა მიხვდეს პირველ რიგში.
Human Right Watch-ის ანგარიში 2020
კაკულია HRW-ის ანგარიშზე: ზოგი პოლიტიკოსი ყველაფერს აკეთებს რომ ხელისუფლების იმიჯი გაანულოს
tbl.ge/4d72
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე არის გამახვილებული. მათ შორის არის სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის თავისუფლება და ანტინარკოტიკული პოლიტიკა.