აქცია პუერტო რიკოში

პუერტო რიკოში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი

Reuters

პუერტო რიკოში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა 8. დაინგრა ათობით შენობა. თავშესაფრის გარეშე დარჩა ასობით ადამიანი.

მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გუბერნატორის თქმით მსგავსი ტიპი საგანგებო სიტუაცია პუერტო რიკოში ბოლო 102 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

სამაშველო სამუშაოებში კუნძულის ეროვნული გვარდია ჩაერთვება.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი 6.0 მაგნიტუდის. მოსალოდნელია, რომ ბიძგები კვლავ განმეორდეს.

ორშაბათს პუერტო რიკოში 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ პოპულარული ტურისტული სანახაობა პუნტა ვენტანა დაანგრია.

რეგიონში მიწისქვეშა ბიძგები 28 დეკემბერს დაიწყო და მას შემდეგ ასობით მცირე მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

კომენტარები