ავსტრალიის ხანძრები

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ავსტრალიის ხანძრებთან საბრძოლველად ფული გაიღეს

ავსტრალიაში რამდენიმე თვეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - სექტემბრიდან დღემდე დაიღუპა 23 ადამიანი, განადგურდა 1500-მდე სახლი და მოკვდა 500 მილიონზე მეტი ცხოველი.

ამის გამო, ცნობილი ადამიანები აქტიურად რიცხავენ თანხებს ხანძრებთან საბრძოლველად და ამის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.

გაეცანით ცნობილი ადამიანების სიას:

კაილი ჯენერი - 8 იანვარი

დღეს ცნობილი გახდა, რომ 22 წლის მილიარდერი კაილი ჯენერი ავსტრალიის ხანძრებთან საბრძოლველად 1 მილიონ დოლარს გაიღებს.

კაილი ჯენერმა მსგავსი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ინსტაგრამზე ჯერ ხანძრიდან გამოყვანილი კოალას "სთორი" დადო და დააწერა რომ ეს გულს უტეხავს, რამდენიმე დღის შემდეგ კი Yves Saunt Laurent-ის ფეხსაცმელების ფოტო დადო, რომლებიც წაულას ნატურალი ბეწვისგან იყო შეკერილი - ამ ფაქტს ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილიდან აღშფოთება მოყვა.

Mettalica - 8 იანვარი

ჯგუფმა მეტალიკამ თავის ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა, რომ ისინი ავსტრალიის ხანძრებთან საბრძოლველად 750 000 დოლარს გაიღებენ.

"[ხანძრების] დამანგრეველი ეფექტი ყველა ცხოველზე, ბუნებასა და ავსტრალიის საოცარ მიწაზე ძალიან გულდასაწყვეტია", - წერს ჯგუფი.

ელტონ ჯონი - 7 იანვარი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა, სიდნეიში გამართული კონცერტის დროს აუდიტორიას უთხრა, რომ ის ხანძრებთან საბრძოლველად 1 მილიონ დოლარს გაიღებს.

"ეს გასაოცარი ქვეყანაა და მე მიყვარს ის, როდესაც ვხედავ რა ხდება, გული მწყდება. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, უნდა ვიბრძოლოთ, მე ძალიან მიყვარს ავსტრალია", - თქვა მომღერალმა.

კრის ჰემსვორთი - 7 იანვარი

36 წლის მსახიობმა ავსტრალიის ხანძრების მიერ გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გაიღო და ამის გაკეთებისკენ სხვებსაც მოუწოდა.

"ვაპირებ ჩავრიცხო 1 მილიონი დოლარი და იმედი მაქვს ყველა გაიღებთ რაიმე სახის კონტრიბუციას, ყველა დოლარი მნიშვნელოვანია. ეს ფული პირდაპირ მეხანძრეებთან მიდის - ადამიანებთან მოწინავე რიგებიდან, ადამიანებთან, რომლებიც იტანჯებიან და რომლებსაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა", - დაწერა მსახიობმა.

კაილი მინოუგი - 6 იანვარი

ორშაბათს კაილი მინოუგმა თქვა, რომ ავსტრალიის ხანძრებთან საბრძოლველად 500 000 დოლარს ჩარიცხავს.

მომღერალმა ხალხს ნებისმიერი სახის დახმარებისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ნიკოლ კიდმანი და კეიტ ურბანი - 5 იანვარი

ნიკოლ კიდმანმა და მისმა ქმარმა, კეიტ ურბანმა ხანძრებთან საბრძოლველად მეხანძრეებს 500 000 დოლარი გადაურიცხეს.

"ჩვენი ოჯახის მხარდაჭერა, ფიქრები და ლოცვები იმათთან არის, ვისაც ხანძარი შეეხო ავსტრალიის გარშემო", - დაწერა ნიკოლ კიდმანმა.

Pink - 3 იანვარი

ავსტრალიის ხანძრებმა ფინქის ყურადღებაც მიიპყრეს და მომღერალმა ამისთვის 500 000 დოლარი გადარიცხა.

"მე ვრიცხავ 500 000 დოლარს, პირდაპირ იმ მეხანძრეებისთვის, რომლებიც მოწინავე რიგებიდან იბრძვიან", - დაწერა მომღერალმა.

კომენტარები