ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი - სირია

ვლადიმერ პუტინი სირიაში ბაშარ ალ-ასადს შეხვდა

სამშაბათი, 7 იანვარი, 2020 - 19:43
tbl.ge/4cgg
დაკოპირდა
მიკროფონით კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი დგას.

7 იანვარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიაში, დამასკოში ჩავიდა, სადაც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. 

პუტინმა ასადს უთხრა, რომ სირიის სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის ბევრი გაკეთდა, ასადმა კი რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა სირიაში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენაში მისი დახმარებისთვის. ამის შესახებ ინტერფაქსი კრემლის ციტატაზე დაყრდნობით წერს. 

სირიული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ სირიაში რუსული ძალების სამხედრო მეთაურის პრეზენტაციას მოუსმინეს.

სხვა ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. 

ეს პუტინის პირველი ვიზიტია 2017 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ლატაკიას პროვინციაში ჰმეიმიმის საჰაერო ბაზას ესტუმრა.

რამდენიმე დღის წინ ირანი, რომელიც ასადის რეჟიმის ერთერთი მთავარი მოკავშირეა, აშშ-ს ირანელი გენერლისა და ტერორისტის ყასემ სოლეიმანის განადგურების გამო შურისძიებით დაემუქრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 27 დეკემბერს დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთი, სირია და ირანი ხოცავენ, ან ემზადებიან დახოცონ ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე იდლიბის პროვინციაში - "არ გააკეთოთ ეს! თურქეთი ბევრს მუშაობს ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად".

სამი დღის წინ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ქალაქ სარმინში სარაკეტო დარტყმამ 5 ბავშვის და 4 ზრდასრული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. "ეროვნული განმათავისუფლებელი ფრონტის" სპიკერი ნაჯი აი მუსტაფა ამბობს, რომ ბომბი, რომლითაც დარტყმა განხორციელდა, რუსულია, სახელწოდებით "ტოჩკა".

შეგახსენებთ, რომ ასადის რეჟიმმა და რუსეთმა საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. მას შემდეგ 11,500-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მათ შორის გამოიყენეს იარაღი, რომელსაც საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს. თავდასხმების სამიზნეს სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის სკოლები და საავადმყოფოებიც წარმოადგენდა.

რუსეთმა და თურქეთმა 2018 წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით 2019 წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუხდა.

დეკემბერში ერდოღანმა თქვა, რომ იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრისაკენ 80,000-ზე მეტი ადამიანი დაიძრა. მისივე თქმით თურქეთს მიგრანტების ახალ ნაკადთან გამკლავება არ შეუძლია და ახალ ნაკადს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს.

ასადირუსეთიალ-ასადიპუტინისირიაირანისოლეიმანიახლო აღმოსავლეთირუსეთი - სირია

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 9 იანვარი, 2020 - 17:07პუტინი სირიაში ალ-ასადთან ერთად მართლმადიდებლურ ტაძარს და მეჩეთს ეწვია [გალერეა]

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕