გიორგი მამალაძის შეწყალება

მეუფე პეტრე: ზურაბიშვილმა ურცხვი პატრიარქის ბრძანებით მართმადიანი გადაწყვეტილება მიიღო

ქალბატონმა პრეზიდენტმა, თვითონ როგორც თავის თავს უწოდა, მართმადიანმა პრეზიდენტმა, მართმადიანი გადაწყვეტილება მიიღო. ანუ ეს იყო დამახინჯებული, უსულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ იყო მისი პირადი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ეს იყო ურცხვი და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების და თანხობის შედეგად მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისევე როგორც ციანიდის საქმე დაიგეგმა უსჯულო ხელისუფლების და უსჯულო საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღესაც, ფაქტიურად პარალიზებული დეკანოზი დარჩა საპყრობილეში ურცხვი და უსჯულო ხელისუფალთა, პრეზიდენტის და საპატრიარქოს წარმომადგენელთა ერთობლივი უსჯულოებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო სიტყვას უფალი იტყვის, უფალი მეფობს

სინოდის მიერ მიტროპოლიტობიდან განყენებული მეუფე პეტრე მთავარი არხის ეთერში. ცნობისთვის, პრეზიდენტმა სინოდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

კომენტარები