8 წლის ბავშვის გარდაცვალება

მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში, ერთერთ კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

მწვავე ვირუსული ინფექციის შედეგად თბილისში თემქაზე ერთერთ პედიატრიულ კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

პედიატრიული პრივატ-კლინიკის ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო - ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. 

"3-დღიანი ანამნეზით შემოვიდა. ბავშვს დაავადება დაეწყო ცხელებით, ყელის ტკივილით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობის კლინიკა. ძალიან სწრაფად პროგრესირებდა. გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, მდგომარეობა გაუარესდა ძალიან სწრაფად და პოლიორგანული უკმარისობის ფონზე გარდაიცვალა,"- ამბობს კლინიკის ექიმი ოლიკო გახელაძე რუსთავი 2-თან საუბარში. 

გახელაძის თქმით, ვირუსის იდენტიფიცირება არ მომხდარა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოკვლევა დაიწყო. 

კომენტარები