ბუნებრივი აირის გაჟონვა

ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხობში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 58 წლის ქალი გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უკვე ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რამაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.

კომენტარები