შსს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროში ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ქედში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი "ფორდის" მარკის ავტომობილი ჯებირს შეეჯახა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. 

კომენტარები