ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის ცოლი: ძალიან საამაყოა, რომ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში - მადლობა ყველას!

ძალიან ემოციური და მართლა შოკივით იყო, როცა გავიგეთ ეს ამბავი და გადარეულები ვართ სიხარულით. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სახელობითად რომ ჩამოვთვალო, აუცილებლად ვიღაც გამომრჩება, იმიტომ რომ უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული. სულ ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც დაგვხვდა, გაგვაგებინა, ვინც უბრალოდ გვგულშემატკივრობდა. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საამაყოა, რომ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში. მე მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს. ყველა რგოლს, რომელიც იყო ჩართული. 

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლი თამილა ლაფანაშვილი. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 9 ნოემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს დღეს, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს. 

კომენტარები