ბოსფორის სრუტე

ბოსფორის სრუტეში სატვირთო გემი შენობებს დაეჯახა

თურქეთში, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ხომალდი Songa Iridium-ი სანაპიროზე, აშიანის სასაფლაოს მახლობლად მდგარ შენობებს დაეჯახა.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევის გამო ბოსფორის სრუტე გემებისათვის დროებით დაიკეტა.

სატვირთო ხომალდი ოდესადან მოდიოდა. შეჯახება ბოსფორის სრუტეში შესვლიდან 25 წუთში მოხდა.

კომენტარები