ვითარება ციხეებში

კახიძე: "მაყურებლებს" მძიმე წნეხის ქვეშ ჰყავთ პატიმრები, მთავრობას რეაგირების ნება არ აქვს

ოთო კახიძე
პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრის ოთო კახიძის თქმით, ციხეში არიან "ავტორიტეტი" პატიმრები, ე.წ მაყურებლები, რომლებიც ციხის მენეჯმენტს ახორციელებნ და უმძიმესი წნეხის ქვეშ ამყოფებენ დანარჩენ პატიმრებს. კახიძე სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. 

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ციხეში ადამიანისთვის მასზე ვინ იძალადებს, პატიმარი თუ ციხის ადმინისტრაცია, ამიტომ, ეს სერიოზული პრობლემაა და ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ამ პრობლემაზე ირეაგიროს. კრიმინალის ზრდასაც ხელს უწყობს კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერება ციხეში, ვინაიდან ხშირად ციხიდან ხდება სხვადასხვა დანაშაულის დაკვეთა და დანაშაულებრივი სამყაროს მართვაში მონაწილეობენ ციხეში მყოფი პირები. რაც იყო ძალიან მძიმე პრაქტიკა შევარდნაძისდროინდელი და სამწუხაროდ ივანიშვილმა ეს დააბრუნა სასჯელაღსრულების სისტემაში," - ამბობს კახიძე. 

სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში ციხეებში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ დაემორჩილონ მათ წესებს. ანგარიშში საუბარია ფიზიკურ და მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, გამოძალვაზე, დამცირებაზე.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სრულად.

კომენტარები