ტროლების ფაბრიკა

ხოშტარია ტროლებზე: გამოსაძიებელია რამდენიმე რამ, პირველ რიგში ფულის წარმომავლობა

გამოსაძიებელია რამდენიმე რამ, პირველ რიგში ფულის წარმომავლობა. გუშინ შეშინებული თალაკვაძე ლაპარაკობდა, რომ ბიძინა ვისაც უყვარს, ისინი უბრალოდ ფულს დებდნენო, ანუ რეალურად მათაც აწუხებთ, რომ საიდან არის ფულის წარმომავლობა. იმიტომ, რომ Facebook-ი, ატლანტიკური საბჭო, პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობა აკეთებდა ამას. უნდა ვამხილოთ ეს ხელისუფლება, თუ რა, მათ შორის, სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ჩადიოდა.

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია facebook-ის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით ყალბი ანგარიშის გამოვლენისა და წაშლის ფაქტზე. ცნობისთვის, $316 000-ია დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის.

კომენტარები