1991 წლის 22 დეკემბერს, თბილისის ომი დაიწყო. 28 წლის წინ ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდია ღიად დაუპირისპირდა. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, თენგიზ კიტოვანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა ოპოზიციაში აღმოჩნდნენ. ზვიად გამსახურდიას, ასევე, დაუპირისპირდა ნახევრად გასამხედროუებული და შეიარაღებული ორგანიზაცია მხედრიონი და მისი დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი.
სამხედრო მოქმედებების ეპიცენტრად რუსთაველის გამზირი და უზენაესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორია იქცა. დაპირისპირება სულ 13 დღე გაგრძელდა და 6 იანვარს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობით დასრულდა. თბილისში მიმდინარე საომარ მოქმედებებს სხვადასხვა მონაცემებით 113 ადამიანი ემსხვერპლა.
შეიარაღებულ დაპირისპირებას წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა, რომელიც ქვეყანაში, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა და მას შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ. ამბოხებულმა კიტოვანმა უარი თქვა გამსახურდიას ბრძანების შესრულებაზე და მის დაქვემდებარებაში მყოფი 15 ათას კაციანი პირადი შემადგენლობით თავდაპირველად რკონის ხეობაში, შემდგომ კი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა.
ამ დროისთვის უკვე დაპატიმრებული იყო გამსახურდიას კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, მხედრიონის დამფუძნებელი ჯაბა იოსელიანი. იოსელიანი 1991 წლის თებერვალში დააპატიმრეს. მან ციხე სამოქალაქო ომის მსველელობისას, 28 დეკემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მომხრეებმა ციხე შტურმით აიღეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მიმდინარე ოპოზიციის მიტინგი
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოდის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია დაპირისპირების დღეებში
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ასე გამოიყურებოდა უზენაესი საბჭოს შენობა ეზოდან
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
მშვიდობიანი მოქალაქეები ჭიჭინაძის ქუჩაზე, სურათის გადაღების ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა