ილია II: გაჭირვებაშია კაცობრიობა, ხშირია, როცა ადამიანი კარგავს იმედს და თავს იკლავს

გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია წმინდანთა შორის და მას ეწოდება სწრაფად შემწე. სწრაფად შეეწიოს წმინდა ნიკოლოზი საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყოველ გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზი არის მფარველი საქართველოს ეკლესიის.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი.

ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

კომენტარები