კონგრესმენების წერილი

უგულავა კონგრესმენებზე: გაააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ კრიტიკას სათავისოდ იღებს

ასეთი მკაცრი სიტყვებით წერილი, ზოგადად, არც იწერება იმიტომ, რომ ის ცდება დიპლომატიურ ლექსიკონს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენმა პარტნიორებმაც ალღო აუღეს. მათ გააცნობიერეს, რომ ივანიშვილი დიპლომატიურ საუბარსა და დიპლომატიურ კრიტიკას სათავისოდ იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტად ჭაობში ფლობს ქვეყანას. სამწუხაროა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ეს აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე. აისახება ინვესტიციების მოცულობაზე იმიტომ, რომ თავისუფალი ქვეყნებიდან ინვესტიცია მოდის მაშინ, როდესაც აქ დემოკრატია ვითარდება

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა საუბრობს ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე, სადაც კონგრესმენები წერენ, რომ ისინი შოკში არიან პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით და ქვეყანაში ბოლოს განვითარებული მოვლენებით. კონგრესმენები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყონებლივ მიიღონ პროპორციული საარჩევნო სისტემა.

კომენტარები