ერეკლე კუხიანიძე

პოლიციას აქტივისტები კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გაჰყავს, რამდენიმე გოგო კიბეზე ჩაათრიეს

TV Pirveli

პოლიციას აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან იძულებით გაჰყავს. რამდენიმე გოგო სამართალდამცველებმა კიბეზე ძალით ჩაათრიეს, რათა ადგილიდან გაეყვანათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი აქტივისტი დაშავდა - ახალგაზრდა კაცმა კიბეზე თავი დაარტყა.

ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და მისგან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.

თბილისის საკრებულოში ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.

კომენტარები