კონგრესმენების წერილი

თალაკვაძე: პროპორციულის თარიღის და ორით მეტი მოსამართლის გამო პროგრესი არ უნდა გადაიფაროს

"საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ 2 საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა 2-ით მეტი მოსამართლე იმაზე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, რა თქმა უნდა არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, აშშ-ის კონგრესმენების წერილს, რომელშიც მმართველი გუნდი სხვადასხვა კუთხითაა გაკრიტიკებული.

თალაკვაძის შეფასებით, ქვეყანას პროგრესი მართლმსაჯულების კუთხითაც აქვს. კონგრესმენის წერილში მიღითებული საკითხები კი, როგორც თალაკვაძე განმარტავს, ქვეყვნის მიერ მიღწეულ პროგრესს ვერ გადაფარავს.

"ქვეყნის იმიჯს განსაზღვრავს რეფორმები, ეკონომიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიის ხარისხი. ყველა ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი და რა თქმა უნდა ის 2 საკითხი, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ შეიძლება იყოს გატოლებული ყველა ძირითად თემასთან, რომელშიც საქართველომ პროგრესს მიაღწია, რა საკვირველია ამ საკითხებზე ჩვენ გვექნება დამატებითი კომუნიკაცია", - ამბობს თალაკვაძე.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა.

გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ისინი შოკში იყვნენ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაატარებს საარჩევნო რეფორმას. 

კომენტარები