სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჯარზე

ზურაბიშვილი ჯარზე ნათქვამზე: სტილისტური ფორმა იყო, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ

ჩემი მხრიდან არც უნდა იყოს ამაზე საუბარი, რამეთუ, ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით, იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს. იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა და ფიგურა, რომელიც იხმარება რეთორიკაში [რიტორიკაში], მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ.

[სტილი დაცულია]

ასე ამართლებს საკუთარ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ჯარზე, რომელიც მანდ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, - "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე.

კომენტარები