თალაკვაძე: შეხვედრის ძირითადი დრო მრავალმანდატიან ოლქებზე არგუმენტების გაცვლას დაეთმობა

წინა პოლიტიკური კონსულტაციების დროს გამოითქვა მოსაზრება მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ, რომელიც არსებული შერეული სისტემის ფარგლებში განიხილება. ეს არ მოდის წინააღმდეგობაში არსებულ კონსტიტუციასთან, შესაბამისად, ჩვენ ვთქვით წინა შეხვედრაზე, რომ განვიხილავთ მომდევნო პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ამის შესაძლებლობას. ჩვენი შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმობა ამას, რომ არგუმენტები გავცვალოთ მრავალმანდატიანი ოლქებთან დაკავშირებით, თუ რა შეთანხმება შეიძლება იყოს მიღწეული და როგორ გაგრძელედება მომავალში დიალოგი, ამას ვნახავთ შეხვედრის შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადება ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის დაწყებმადე.

კომენტარები