აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

"ეზოში ქვეყნის მტერია"-აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

TV პირველი

"ეზოში ქვეყნის მტერია"-ამ სახელწოდებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მინაწილეები სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარსა და იარაღზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. 

ატივისტების თქმით, პრეზიდენტის სიტყვები ანტისახელმწიფოებრივია. მათივე თქმით, ზურაბიშვილის განცხადება ქართულ ჯარსა და ჯარისკაცებს შეურაცხყოფას აყენებს. 

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. 

კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

კომენტარები