შემოქმედის ეპარქია

მეუფე იოსები: ქვეყნის მთავარსარდლის განცხადება არის ერის ჩაგდება უიმედობაში

ქვეყნის მთავარსარდალი ასეთ განცხადებას რომ გააკეთებს ამას ჰქვია ქვეყნის, ერის ჩაგდება სასოწარკვეთილებაში, ანუ უიმედობაში. ასეთი განცხადება დავით აღმაშენებელს, ერეკლე მეფეს, ვახტანგ გორგასალს ან სხვა ჩვენს საამაყო მეფეს რომ გაეკეთებინა, ჩვენ ყველა ომს წავაგებდით. რა არის და რა ჰქვია ამას, თუ არა ქვეყნის ღალატი. არ დაუჯეროთ, ქართველებო, ამ შემთხვევით ქალბატონს, ჩვენ ღმერთი გვყავს და გვიფარავს, ჩვენ გადავრჩებით.

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება. "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება",-თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე. კონსტიტუციით პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

კომენტარები