მე მგონი, ცოტა აბსურდულად ჟღერს, რომ ქართული ოცნება ეკლესიას ებრძვის. მე არ ვიცი, ის რატომ ფიქრობს ასე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ვინც ეკლესიას ებრძვის, ძალიან კარგად ჩანს და ეს ნამდვილად არ არის ქართული ოცნება. პირიქით, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ქართული ეკლესიის როლი და მნიშვნელობა
tbl.ge/49xe
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე ალექსანდრე ერქვანიას განცხადებებზე. ერქვანიამ ქართული ოცნებიდან წასვლამდე თქვა, რომ "ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადებისთვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო". მისივე მტკიცებით, "უმრავლესობამ სხვადასხვა თანამდებობებზე ეკლესიის და პატრიარქის მოძულეები აირჩია, ხელისუფლებამ ღირსებისა და ზნეობის დამცველები ბნელებად და მარგინალებად შერაცხა, და ქვეყანაში მიმდინარე უზნეო და გარყვნილი ცხოვრების პროპაგანდას მხარდაჭერა გამოუცხადა. ხელისუფლების ამ ნაბიჯებით ისარგებლეს ქრისტეს მოძულეებმა და დაიწყეს ღია ომი ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ".
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




