თავდასხმა ჩეხეთის რესპუბლიკაში

ჩეხეთის რესპუბლიკის საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანს ესროლა

EPA

ჩეხეთის რესპუბლიკაში პოლონეთის საზღვართან არსებულ ქალაქ ოსტრავს საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა ექვს ადამიანს ესროლა. თავდასხმის შედეგად ოთხი ადამაინი გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი ორი დაშავებულია.

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

თავდასხმის მოტივი ჯეჯრეჯრობით უცნობია. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 07:00 საათზე საავადმყოფოს პაციენტების მოსაცდელ ოთახში მოხდა. საავადმყოფოდან პაციენტებისა და მომსახურე პერფსონალის ევაკუაცია მოახდინეს.

კომენტარები