ათწლეულის პოპულარული მომღერლები

სპოტიფაიმ ათწლეულის ყველაზე პოპულარული მომღერლები დაასახელა

სპოტიფაიმ, 2020 წლის მოახლოებასთან ერთად, გადაწყვიტა შეეჯამებინა უკანასკნელი ათწლეული და ყველაზე პოპულარული მომღერლები დაასახელა.

კომპანიამ ნახა მონაცემები ვის უსმენდა ხალხი ყველაზე ხშირად ბოლო 10 წლის განმავლობაში და ამის მიხედვით სია შეადგინა.

დეკადის ყველაზე პოპულარული მომღერლების სიის სათავეში Drake აღმოჩნდა. მეოთხე ადგილზე გასულმა არიანა გრანდემ კი ისეთ მომღერლებს აჯობა, როგორებიც ბიონსე, რიანა და ტეილორ სვიფტი არიან.

ნახეთ პირველი ხუთეული:

1. Drake

2. Ed Sheeran

3. Post Malone

4. Ariane grande

5. Eminem

სპოტიფაის მიერ მსგავსი შედეგები მიღებულია მსოფლიოს გარშემო 248 მილიონი მომხმარებელის ქცევებზე დაკვირვების შედეგად.

კომენტარები