მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქცია გამართეს.
მათ ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრთან საჯაროდ, მედიის თანდასწრებით შეხვედრა სურდათ. თუმცა, კილაძე პარლამენტში იმყოფება. დემონსტრანტებმა მოითხოვეს, დეპუტატი მათ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ შეხვდეს.
"გაბედეს" წევრებთან სასაუბროდ ბიუროს თანამშრომლები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ბიურო მოქალაქეებისთვის ღიაა, თუმცა, რასაც დემონსტრანტები აკეთებენ, ჯგუფური თავდასხმაა.
მოძრაობა გაბედეს წევრები კილაძის ბიუროსთან ჩაფხუტებით მივიდნენ. როგორც თქვეს, იმის გამო, რომ თავი დაიცვან ე.წ კონტრაქციის მონაწილეებისგან, ვინაიდან პოლიცია მათ არ იცავს.
მათ ასევე მოიტანეს 41 მონეტა და ბიუროსთან დატოვეს, ნიშნად იმისა, რომ სოფო კილაძემ და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა ქვეყანა 41 ვერცხლად გაყიდეს.