დავით ბერძენიშვილი პროპორციულზე: ხელისუფლება მიყენებულია კედელთან

ახლაც ვართ დიალოგის რეჟიმში. მართალია, ხელისუფლებამ ჩარაზა კარები და დიდმა კონსტიტიციონალისტმა, კახი კალაძემ გამოგვიცხადა, რომ არაკონსტიტუციურია და დახურულია თემა, ორ-სამ დღეში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჰარცელმა და ყველა სხვა ელჩმა, რომლის ძალიან მადლიერები ვართ, გაახსნევინა ეს ვითომ ჩარაზული კარი და იყო შეხვედრა ოპოზიციასთან, სადაც გერმანულის საფუძველზე შექმნილი მოდელი შესთავაზეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. ძალიან მადლიერი ვართ სახალხო დამცველის, რომლის ხელშეწყობითა და თაოსნობით ეუთოში იგზავნება ეს მოდელი. ხელისუფლება კედელთან მიყენებულია. ერთადერთი, რასაც ამბობენ, არაკონსტიტუციურიაო და იმის მტკიცებაც არ შეუძლიათ,რატომ არის არაკონსტიტუციური, კალაძეს მით უმეტეს…

თქვა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".

კომენტარები