ივანიშვილის ინტერვიუ

თურნავა: ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი

პირველ რიგში ვიტყვი, რომ პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული და ძალიან გულწრფელი ანალიზი, რაც ალბათ, ყველამ დავინახეთ. ჩემი აზრით, ბევრ კითხვას, რაც შეიძლება ტრიალებდეს ქართულ საზოგადოებაში ადეკვატური პასუხი გაეცა. მათ შორის, ეს ანალიზი მოიცავდა პასუხს, იმ რადიკალური ფრთის განწყობების მიმართაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, რომ დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში. რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილებს, ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რაც შეეხება დასაქმებას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და ყველგან ვატარებთ ამ ხაზს, რომ მთავარი ჩვენი ამოცანა არის, არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, არა მხოლოდ პრივატიზების დაჩქარება, არა მხოლოდ საინვესტიციო პროცესების დაჩქარება, არამედ, ყველაფერი ეს თუ კი კეთდება, კეთდება ერთი მთავარი მიზნისთვის, რომ გავზარდოთ დასაქმება და ეს ხაზი არის ასახული ყველა ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, დაწყებული განათლების რეფორმიდან, დამთავრებული, თუნდაც იმ მასიური პრივატიზებით, რაზეც მე უკვე ვისაუბრე. 

ეკონოსმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ. ივანიშვილმა გუშინ თქვა - "ხალხს მივავლენთ ევროპაში სამუშაოდ, 2 მლნ სამუშაო ადგილს 10-20 წელში ვერ შევქმნით."

კომენტარები