პროპორციული სისტემა

ზოიძე პროპორციულის ჩაგდებაზე: ჩემი ღრმა რწმენით, ეს აუცილებლად გააღრმავებს დაპირისპირებას

მოვისმინე უმრავლესობის ლიდერის, მორიგი საკმაოდ ხისტი განცხადება, ვხედავ დესტრუქციული ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, მაგრამ იმავდროულად, ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას ან იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ, 2020 წელსვე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად გააღრმავებს არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებას. ეს უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს პროპორციულ სისტემაზე 2020 წელსვე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას სთხოვს. მისი თქმით, შედეგები მმართველმა გუნდმა უპირობოდ უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ოცნების დეპუტატი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წასვლას არ გამორიცხავს

კომენტარები