აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

აჭარის მაუწყებელი

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა.  

კოხრეიძეს განმეორებით კენჭისყრაში მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა. ერთმა წევრმა კი არჩევნის გაკეთებისგან თავი შეიკავა.  

გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.  

კენჭისყრის პირველ ეტაპზე კოხრეიძემ 2 ხმა მიიღო, მაია მერკვილაძემ და ფირუზ ბოლქვაძემ კი 1-1 ხმა.   

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეხუთედ ჩატარდა. ის შეჩერებული იყო და 19 ნოემბერს განახლდა.  

კოხრეიძემ პირველ ორ კონკურსში ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, მესამე კონკურსში კი 2 ხმა. მესამედ ჩატარებული კონკურსი საბჭომ ჩაშლილად გამოაცხადა. 

...

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე 2019 წლის 19 აპრილს გადააყენეს. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მისი იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარი ოთხმა დაუჭირა, ერთმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ხმათა უმრავლესობა, ანუ სამი ადამიანის მხარდაჭერა. 

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კვოტებით შესულმა წევრებმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ დირექტორი საბჭოს პატივს არ სცემს, ტელევიზიის რეიტინგი განახევრებულია და პრიორიტეტები არ სრულდება.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს. მან მოვალეობის შესრულება წლის ბოლოს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

კომენტარები