ქუჩის მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ ბოლო დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებს ახალი სტენსილი მიუძღვნა.
ნახატზე წყლის ჭავლის ორი მაქანაა გამოსახული. 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, მოქალაქეების წინააღმდეგ სწორედ წყლის ჭავლის 2 მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოიყენეს.
აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 პირი დააკავეს.
შსს-ის ცნობით, აქციის დაშლისას დაშავდა 4 აქტივისტი და 2 სამართალდამცველი.
ფოტო: გაგოშა