ბოკერია: ივანიშვილმა ისინი უფრო დაამცირა, ვინც პროპორციულს ხმა ფორმალურად მისცა

ის ხალხი, რომელმაც ფორმალურად მისცა ხმა, დღეს აგრძელებს ამ რეჟიმის სამსახურში ყოფნას და თავიანთ გზავნილებში არიან ერთ სულ და ერთ ხორც "ამბოხებულ" დეპუტატებთან და სხვებთან. ეს ხალხი არსებითად არ განსხვავდება იმათგან, ვინც ფორმალურად ან წინააღმდეგ მისცა ხმა, ან მხარი არ დაუჭირა. მნიშვნელობა არ აქვს, მათ რა როლი მისცა ივანიშვილმა, ისინი დღეს ახალ როლს თამაშობენ, რაც სჭირდება მათ მამას და მარჩენალს. თუ დამცირებაზეა საუბარი, ის ხალხი- თალაკვაძე, მდინარაძე, უფრო დაამცირა ივანიშვილმა, ვიდრე ისინი, ვისაც მისი სურვილი შეასრულებინა და ხმა არ მიაცემინა. ასეთი ხალხისგან დღეს სამთავრობო გზავნილების გაგრძელება და მათ იერარქიაში ერთ-ერთ ჭანჭიკად, ყმად, კლოუნად, პოლიტიკურ მონად ყოფნა, რაღაც თვალსაზრისით, კიდევ უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ის მაჟორიტარები, ვინც შეასრულა მათი ყოჩის, ივანიშვილის, ეს შავბნელი მისია. 

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები