ლარის კურსი

გვენეტაძე: ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უარყოფითად აისახება ლარზე

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ქვეყანაში არსებული დღევანდელი ვითარება, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ლარზე. 

"ზოგადად, პოლიტიკური ერთიანობა კარგად აისახება ხოლმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ისევე როგორც ლარის კურსზე, ასევე ინფლაციაზე" - აღნიშნავს გვენეტაძე. 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. 

ეროვნული ბანკის 19 ნოემბრის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2.97 ღირს, ერთი ევროს ღირებულება კი 3 ლარსა და 29 თეთრს შეადგენს. 

კომენტარები