თბილისის მერის ცნობით, კახა კალაძემ ფონიჭალაში ახალგახსნილი ბაგა-ბაღი დაათვალიერა. უწყების ცნობით, ფონიჭალას აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია და N81 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 230 აღსაზრდელზე გათვლილი.
"ჩვენ დავაანონსეთ და არაერთხელ გვისაუბრია, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა საბავშვო ბაღების მიმართულებით. მსურველთა რაოდენობაც იზრდება ყოველწლიურად. თვითონაც ნახეთ, რამდენად კარგ პირობებში უწევთ ჩვენს პატარებს ბაღში სიარული. ძველ ბაღებს რაც შეეხება, არის ისეთი ბაღებიც, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, დავიწყეთ მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები და გვინდა რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ყველა რაიონში განვახორციელოთ ახალი, თანამედროვე ბაღების პროექტები, იმ სტანდარტებით, რაც მოთხოვნილია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.





