ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
საპროტესტო აქციები რუსთაველზე

დემონსტრანტებმა პარლამენტთან მისასვლელი სამანქანო გზა სამშენებლო ბლოკებთ ჩახერგეს

კვირა, 17 ნოემბერი, 2019 - 22:17
ტაბულა
tbl.ge/46z9
დაკოპირდა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა
ტაბულა

დემონსტრანტებმა პარლამენტთან მისასვლელი სამანქანო გზა სამშენებლო ბლოკებთ ჩახერგეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ეს მათ არ მოუტანიათ და ის სამშენებლო ნაგავია, რომელიც აქ პარლამენტის გარემონტების შემდეგ დარჩა. მისივე თქმით, თბილისის მერია და მერი, კახა კალაძე ვალდებული იყო, ქალაქის ცენტრი ამ ნარჩენებისგან გაესუფთავებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

პარლამენტის შენობა რამდენიმე საათია, პიკეტირებულია. ყველა შესასვლელთან პოლიტიკურმა პარტიებმა და მოქალაქეებმა კარვები გაშალეს. ისინი აქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, დილით კი შეეცდებიან, ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას.

18 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტში რეგიონული განვითარების კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, 15:00 საათზე კი - ბიუროს სხდომა.

მათვე მიიტანეს კასრები, სადაც ცეცხლს დაანთებენ და ღამით სიცივეს ასე გაუმკლავდებიან.

პიკეტირება ევროპული საქართველოს წევრებმა დაიწყეს - მათ ყველა კარი ჯაჭვით და ბოქლომებით ჩაკეტეს. თუმცა, პოლიციამ ჯაჭვი მალევე გაჭრა.

14 ნოემბერს ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ამით ბიძინა ივანიშვილმა დაარღვია 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა, რომელიც მან 20-21 ივნისის - გავრილოვის ღამის და მოქალაქეების დარბევის შემდეგ დადო, ფასთომასშტაბიანი პროტესტის პასუხად.

შესაბამისად, განახლდა საპროტესტო აქციებიც.

პროტესტის მონაწილეები დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 2020 წელს პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა ზაფხულში ანტირუსული პროტესტის ფონზე დადო.

საპროტესტო აქციები რუსთაველზეპარლამენტიპარლამენტის პიკეტირებაარჩევნები 2020პროპორციული საარჩევნო სისტემა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 15:07

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა

ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:43

ბრიტანელი მხატვარი დევიდ ჰოკნი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

სომხეთის პრორუსული ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:12

სომხეთის პრორუსული ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო (რ)
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:05

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში, 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო (რ)

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრად დენ ჯარვისი დაინიშნა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 14:02

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრად დენ ჯარვისი დაინიშნა

ყველაზე კითხვადი

ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
1ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
2ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
3აშშ-მ ირანის მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტების გადასარჩენად საზღვაო დრონი გამოიყენა
4ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
5"ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" – ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში