ივანიშვილი და პროპორციული არჩევნები

სააკაშვილი: ივანიშვილი არის ძალიან სუსტი, ის მომწყვდეულია კუთხეში

Facebook/Mikheil Saakashvili

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკ გვერდზე ოპოზიციის ხვალინდელ აქციას გამოეხმაურა. 

ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მთვარი წყარო ხალხია და ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად დღევანდელმა ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა.

"ნებისმიერი ხელისუფლების მთავარი წყარო არის ხალხი, ეხლა საქართველოში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება ბოლომდე დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. მან გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, იმ პირობებში, როცა ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა საქართველოში არი ნული. მან დაამკვიდრა ნეპოტიზმი, კორუფცია, უსამართლობა ცხოვრების ყველა სფეროში.ბოლო მან დაუშინა ტყვიები ხალხს და ამის გამკეთებელი პრემიერ-მინისტრად დანიშნა. ეხლა კი საზეიმოდ გამოაცხადა, რომ მომავალ წელსაც არ შედგება არანაირი არჩევნები. ასეთ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა", — ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი თქმით, ივანიშვილი საქართველოდან კაპიტალი გატანით არის დაკავებული და დღეს არის ვითარება, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა მის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

"თვითონ ივანიშვილი და მისი ოჯახია დაკავებულია კაპიტალის გატანით რათა სარეზერვო აეროდრომი გაიკეთონ ამერიკაში, მისი შვილი კი იგივეს აკეთებს ბრაზილიის მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ძალა გაერთიანდა მათ შორის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტო რო დგება ეროვნული ისტორიის მომენტი, როდესაც უნდა დადგეს საკითხი ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად."

მიხეილ სააკაშვილი თბილისში ხვალ დაგეგმილ აქციის თემასაც გამოეხმაურა: "ამიტომ ხვალ არის მიტინგი თბილისში და ჩათვალეთ, რომ მე ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის, ჩათვალეთ, რომ პრაქტიკულად მეც თქვენთან ერთად ვარ თუნდაც 9 აპრილის ბაღთან ან პარლამენტთან ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად, მაგრამ ეს დროის საკითხი", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველებმა უნდა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფოს შექმნა. 

ცნობისთვის, ხვალ, 17 ნოემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაში თითქმის, ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მონაწილეობის. მთავარი მოთხოვნა კი გერმანული მოდელით ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. 

კომენტარები