რიგგარეშე არჩევნები

მელია: ივანიშვილმა რუბიკონი გადალახა, შეუქცევადი პროცესია დაწყებული მისი დამარცხების

ყველა აქ მყოფს ზურგს გვიმაგრებდა საზოგადოება და სიმართლე. იმ ცინიზმს, იმ უტიფრობას და ნაცრის შეყრას თვალებში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, არავინ აღარ ეგუება. მე ვარ უჩვეულოდ მშვიდი იმიტომ, რომ ვხედავ ფინალს, ვხედავ, როგორი იქნება შედეგი და შედეგი იქნება ოლიგარქის საწინააღმდეგო უახლოეს პერიოდშიც კი. ეს რუბიკონი გადალახა მან, შეუქცევადი პროცესია, საიდანაც მხოლოდ დამარცხებული გამოდის ის, ვინც ასე უკადრისად იქცევა 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, ამის შესახებ ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ სამოქმედო გეგმებზე საუბრობდნენ. ოპოზიციური სპექტრი რიგგარეშე პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა.

კომენტარები