ვენეციაში ძლიერმა წყალდიდობამ, ქალაქის დიდი ნაწილი დატბორა, ქალაქის მერის განცხადებით წყალდიდობა კლიმატის ცვლილებების პირდაპირი შედეგია.
მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ვენეციაში წყალმა 1.87 მ-ს მიაღწია, მსგავსი მონაცემები მხოლოდ 1966 წელს ფიქსირდება, როცა წყლის დონე 1,94 მეტრს აღწევდა.
ფოტოებში ჩანს ტურისტული ადგილები, რომლებიც მთლიანად დატბორილია.
წმინდა მარკოს მოედანი, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნაწილი, წყალდიდობის ეპიცენტრია. ეკლესიის ჩანაწერების თანახმად, წმინდა მარკოზის ქანდაკება, 1200 წლის განმავლობაში მეექვსედ დაიტბორა.