FRIENDS შესაძლოა HBO-ზე დაბრუნდეს

Variety.com

NBC-ის სერიალი Friends შესაძლოა HBO Max-ზე დაბრუნდეს - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Hollywood Reporter ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ყველა ძველი მთავარი გმირი და ასევე შემქნელები - მართა კაუფმანი და დევიდ კრეინი ჩართულები იქნებიან, თუმცა რა ფორმით მოხდება მათი დაბრუნება ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, Hollywood Reporter-ის ინფორმაციით შეთანხმებამდე "ჯერ კიდევ შორია". ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ HBO-ს წარმომადგენლები.

სერიალის დაბრუნების შესახებ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება. ამაზე თავად ჯენიფერ ენისტონმა ისაუბრა ელენ დეჯენერისთან და თქვა, რომ "ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ჭორები მას შემდეგ შეწყდა, რაც სექტემბერში სერიალის შემქმნელებმა მართლა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა თქვეს, რომ სერიალს არც დააბრუნებდნენ და არც რიბუთს გადაიღებდნენ.

Friends-ის პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გამოვიდა, უკანასკნელი კი 2004 წლის 6 მაისს.

კომენტარები