ქართული ოცნება

ვანო ზარდიაშვილს დღეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ, მას თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს

რუსთავი 2

ქართული ოცნების წევრს, ვანო ზარდიაშვილს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუჩერებენ. მას ​თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს. ქართული ოცნების პროპორციულ სიაში გოცირიძეზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტზე უარი თქვა. 

პროფესიით სიციოლოგი თემურ გოცირიძე ამჟამად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ქართული ოცნების წევრი საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ "პერსონის“ პრეზიდენტი, ასევე საქართველოს ბიზნესმენთა და მენეჯერთა ქრისტიანული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი და გოცირიძეების საგვარეულო კავშირის საპატიო თავმჯდომარეა.

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი 7 ოქტომბერს დატოვა. ზარდიაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ "მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის გამო" მიიღო. 

კომენტარები